weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოს დაცული ტერიტორიები 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

12:03 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. შესაბამისი სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის გაფორმდა.

„საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება, განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს რეინჯერთა საქმიანობის უკეთ განხორციელებას და უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა უფრო ეფექტიან გამოვლენას“, - განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]